თარიღები:
22 აპრ - 18 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: shst2022@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
თერაპია/რეაბილიტაცია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ქართულ - ავსტრიული ორგანიზაცია ააიპ „ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება“ აცხადებს ვაკანსიას ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

ძირითადი მოვალეობები:
  • ბავშვების/ მოზარდების შეფასება -  ენის, მეტყველების და  კომუნიკაციის უნარ-ჩვევების,  საარტიკულაციო აპარატის, კვების/ღეჭვის/ყლაპვის შესაძლებლობების მიმართულებით.
  • დიაგნოსტირების შემდგომ ინდივიდუალური განვითარების გეგმების  შემუშავება და განხორციელება:
  • კომუნიკაციისთვის საჭირო სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
  • კვებისა და პირის ღრუს ტაქტილური სტიმულება(შეგრძნებების ადაპტირება სხვადასხვა სტიმულებთან  მაგ.ახალი საკვების მიმღებლობა);
  • კვების უნარების განვითარებისათვის ადაპტური და კომფორტული გარემოს შექმნა;
  • ორალურ-მოტორული უნარების განვითარება და კონტროლი კვების დროს; 
  • კვების სწორი მოდელის შემუშავება და კვების რუტინის შედგენა. 
  • მშობელთა კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • მშობლის განათლება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ რეგულარული ჩანაწერების განხორციელება;
  • სამუშაო სტრატეგიის განსაზღვრა ცენტრის მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად.
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი სამუშაოები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი, დასაშვებია სტუდენტური სტატუსის მქონე დამამთავრებელი კურსი(მუშაობა მხოლოდ სუპერვიზიის ქვეშ);
  • სასურველია ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება.
  • ენა-მეტყველებისა და კვების განვითარების დარღვევების თავისებურებების ცოდნა;
  • აუცილებელია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების მიმართულებით ცოდნის და კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფლობა.

პიროვნული უნარები:
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
  • ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი, თანადგომისა და ემპათიის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის, ნდობის მოპოვების, მოსმენის, გაგების და ურთიერთობის დამყარების უნარი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს  გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე )  ელ. მისამართზე shst2022@gmail.com
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისათვის! 
მსგავსი განცხადებები
თერაპევტი/სტაჟირება

ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება


22 აპრ - 18 მაი

მეტყველების თერაპევტი

ნეიროგანვითარების ცენტრი სანმედი


22 აპრ - 18 მაი

ოკუპაციური თერაპევტი

ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება


22 აპრ - 18 მაი

ოკუპაციური თერაპევტი

ბავშვთა ნევროლოგიური კლინიკა ვალეო


29 აპრ - 28 მაი

რეაბილიტოლოგი

ექიმ ბუბნოვსკის ცენტრი


11 აპრ - 10 მაი