“ვიანი“ აცხადებს
აფთიაქის მენეჯერის ვაკანსიას
ქუთაისშისამუშოს ადგილმდებარეობა:კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი- ჯავახიშვილის #85
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ჰოსპიტლის საჭიროების მიხედვით მედიკამენტებისა და ერთჯერადი სახარჯი მასალის მოთხოვნის განსაზღვრა და შეკვეთების განხორციელება კომპანიაში დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
- შეკვეთილი მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების მიღება დასახელების, რაოდენობისა და ვადის მიხედვით;
- განყოფილებების მედიკამენტებითა და სახარჯი მასალების მიზნობრივი და დროული უზრუნველყოფა;
- აფთიაქის ნაშთის კონტროლი რაოდენობის,საჭიროებისა და ვადების მიხედვით;
- აფთიაქის გეგმიური ინვენტარიზაცია;
- აფთიაქში არსებულ მარაგზე – მედიკამენტებზე და სახარჯ მასალაზე ვადების მუდმივი კონტროლი;
- მედიკამენტების განზავება/მომზადების პროცესის წარმართვა ჰოსპიტლის ცენტრალურ აფთიაქში და შესაბამისი მედიკამენტებით განყოფილებების მომარაგების ორგანიზების უზრუნველყოფა;
- განყოფილებებში მედიკამენტების და სახარჯი მასალის ხარჯვის ასახვის კონტორლი და დაქვემდებარებული კადრის ეფექტური მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სავალდებულოა ფარმაციის ფაკულტეტის მიმართულებით;
- სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა (ფარმაცევტული წარმოების, სააფთიაქო დაწესებულების სფეროში);
- MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გამართულად კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:
6 მაისი, 2024დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://vian.health/ka/career/?careerId=1076“ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.