სამედიცინო წარმომადგენელი
თარიღები:
12 თებ - 11 მარ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: cs.estelab@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
გაყიდვები 
Subcategories:
გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების მენეჯერი
აღწერა:

კომპანია „ESTELAB“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება.უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების კურსდამთავრებულებს.
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების, გაყიდვების სფეროში;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების გამოყენების შესაძლებლობა საბაზისო დონეზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სასურველია.

უნარ-ჩვევები:

  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
  • კომუნიკაბელური, თავდაჯერებული.
  • პრეზენტაბელური, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი.
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური.
  • სწავლებასა და განვითარებაზე ორიენტირებული
  • სტრესულ სიტუაციებში ლავირებისა და მდგომარეობის მართვის უნარი.

 ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკაში პროცედურაზე ჩაწერილი პაციენტების მიღება და მათი კოორდინაცია.
  • დერმატოლოგიური დიაგნოსტიკის პროცესის ორგანიზება და პაციენტის ანკეტის გაცნობა.
  • პაციენტისთვის კლინიკაში არსებული პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
  • პაციენტისათვის მასზე მორგებული აბონიმენტის პრეზენტაცია, შეთავაზება და გაყიდვა.
  • გაყიდვების ანალიზი და სტატისტიკის წარმოება.
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, რაც უშუალოდ დაკავშირებულია საქმიანობასთან.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი : სრული განაკვეთი 09:45-19:00, თვეში 26 სამუშაო დღე.
  • ანაზღაურება : ფიქსირებული + ბონუსი.
  • კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი.
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა საერთაშორისო ქსელში.

 
ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია: ადგილმდებარეობა: თბილისი, ო.ჩხეიძის ქ. N10 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: cs.estelab@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (პერსონალური გაყიდვების მენეჯერი)
კლინიკა ESTELAB-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ESTELAB- ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
პერსონალური გაყიდვების მენეჯერი

ესტელაბი


12 თებ - 11 მარ

Customer Relations Manager

HH Recruitment


22 თებ - 26 თებ

პროდუქციის მენეჯერი

გეფა


02 თებ - 02 მარ