თარიღები:
12 თებ - 28 თებ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@ers.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
Subcategories:
მედდა
სამუშაო განრიგი:
სრული განაკვეთი
გამოცდილება:
3 - 5 წლამდე
აღწერა:

 შპს ,,კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრი“  აცხადებს შესარჩევ კონკურსს -  უფროსი მედდის  ვაკანტურ პოზიციაზე ქალაქ თბილისში;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
  • მინიმუმ 5 წლის პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

ძირითადი ამოცანები:

  • მედიკამენტების მარაგების ზუსტი აღრიცხვის უზრუნველყოფა, არსებული წესებისა და სტანდარტების დაცვით;
  • მედიკამენტების მარაგების ყოველდღიური შევსება და მიწოდება ბრიგადებისთვის, საჭირო მედიკამენტებზე მოთხოვნის დროული დაფიქსირება;
  • მედიკამენტებზე ოპერატიული საჭიროების გაჩენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება, შესაბამისი პირების ინფორმირება;

 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამედიცინო მოხმარების საგნების, მედიკამენტების, ჰიგიენური და სხვა საშუალებების საჭიროების განსაზღვრა,  დადგენილი წესისა და დროის ინტერვალის შესაბამისად;
  • მედიკამენტების, მათ შორის, სპეცკონტროლს დაქვემდებარებული და ნარკოტიკული საშუალებების, პროგრამული მედიკამენტების, სადეზინფექციო ხსნარების, ერთჯერადი სახარჯი მასალების სხვა ფარმაცევტული პროდუქციის შემოსავლის  აღრიცხვა, მედიკამენტების და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნების მიღება და გაცემა. მათი შენახვის პირობების დაცვა, ხარჯვის აღრიცხვის წარმოება;
  • დადგენილ ვადებში უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა სპეციალური ფორმებით: შესყიდვების ფორმა,  ინვენტარიზაციის შედეგების წარმოდგენა დავალების შემთხვევაში და სხვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის წარმოება, არსებული წესების, სტანდარტების და ვადების დაცვით;
  • მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნებზე ვარგისიანობის ვადის კონტროლი  და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში;
  • სპეც. კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტებისა და ნარკოტიკების  გაცემა არსებული წესებისა და პროცედურების სრული დაცვით;
  • დასაქმებული პერსონალის კონსულტირება ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; 
  • საქმიანობის შედეგების ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;

 

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი - პარასკევი;  9:00 - 16:00  შაბათი - 9:00 - 14:00

 

 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე - info@ers.ge უნდა გადმოგზავნონ CV
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 28 თებერვალი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.

მსგავსი განცხადებები
ბებიაქალი გერმანიაში

Pro Select


30 იან - 01 მარ

დეპარტამენტის უფროსი ექთანი

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი


13 თებ - 13 მარ

ექთანი

ექოდენტი


09 თებ - 31 მარ

ექთანი

ექოდენტი


05 თებ - 05 მარ

ექთან-ფლებოტომისტი

ვისტამედი


20 თებ - 10 მარ

ექიმის ასისტენტი

მედი-დენტ+


17 თებ - 17 მარ

მედდა გერმანიაში

Pro Select


30 იან - 28 თებ