ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორი
სამედიცინო კომპანია
თარიღები:
03 სექ - 02 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: medicalcompanyjobs@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
800
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა - საბურთალო;
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
ანაზღაურება - 800 ლარი

ძირითადი მოვალეობები:
  • კლინიკაში მომუშავე ექიმების შესახებ პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • ჩაწერისთვის საჭირო ინფორმაციის გაცემა;
  • კლინიკაში შემოსული პაციენტების გადამისამართება შესაბამის რგოლთან და სივრცეში;
  • ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტებისთვის შესაბამისი რიგის ნომრების გაცემა და მათი გადაადგილების ორგანიზება/მონიტორინგი;
  • პაციენტების მომსახურება სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით;
  • რიგების მართვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; 
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული მეტყველება ქართულად;
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან რუსული (საკომუნიკაციო დონეზე);

უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი; 
  • კრიზისული სიტვაციის მართვის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დეტალებზე ორიენტულობა; 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: medicalcompanyjobs@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორი“

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.


მსგავსი განცხადებები
კატეგორიის მენეჯერი

ავერსი ფარმა


12 სექ - 30 სექ

კლინიკური კვლევების სამსახურის მენეჯერი

ავერსის კლინიკა


16 სექ - 30 სექ

გადაუდებელი მედიცინის ექთანი

საქართველოს კლინიკები


30 აგვ - 28 სექ

არამედიკამენტების პროდუქტების და ბრენდების სწავლების სპეციალისტი

ავერსი ფარმა


03 სექ - 20 სექ

გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი

საქართველოს კლინიკები


06 სექ - 05 ოქტ