პროდუქციის მენეჯერი
თარიღები:
06 სექ - 05 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: saf.farma@yahoo.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ფარმაცია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ფარმაცევტული კომპანია „SAF FARMA” აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამედიცინო და ფარმაცევტული ბაზრის კვლევა და ანალიზი;
  • კომპანიის პროდუქტების დეტალური შესწავლა და სამედიცინო წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარება;
  • სამედიცინო შეხვედრების, მრგვალი მაგიდების და კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება;
  • წამყვან ექიმ-სპეციალისტებთან პერსონალური ვიზიტების განხორციელება;
  • საპრომოციო, საინფორმაციო, სარეკლამო, საპრეზენტაციო მასალების მომზადება (ბროშურები, ბანერები, ბუკლეტები, სტატიები, ბლოგები);
  • სამედიცინო წარმომადგენლებთან ორმაგი ვიზიტების განხორციელება მათი მუშაობის შესაფასებლად.

კომპანიის შეთავაზება:
  • პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობა;
  • ხელფასის კონკურენტული დონე, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად, გასაუბრების საფუძველზე;
  • საბონუსე სისტემა
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სამგზავრო თანხების ანაზღაურება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: saf.farma@yahoo.com
სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მსგავსი განცხადებები
ფარმაცევტი

პსპ ფარმა


06 სექ - 20 სექ

ფარმაცევტი

პსპ ფარმა


06 სექ - 20 სექ

ექთნის თანაშემწე

ნოდარ ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი


29 აგვ - 27 სექ

რეინჯერი / პაციენტის გადამყვანი

ნოდარ ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი


29 აგვ - 27 სექ

ფარმაცევტი

ლურჯი ჯვარი


30 აგვ - 28 სექ