თარიღები:
06 სექ - 05 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@vivomedical.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
რეგისტრატურა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
650 - 750
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას “ ER რეგისტრატორის  პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
ანაზღაურება: ანაზღაურება - პირველი ორი თვე 650 ლარი, შემდეგ 750 ლარი
სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა (ყოველ მეოთხე დღეს)

ძირითადი ფუნქციები:
  • გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია;
  • პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; 
  • პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
  • პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • უცხო ენა - B1 დონეზე
  • MS Office - სამომხმარებლო დონეზე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე: HR@vivomedical.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ER რეგისტრატორი“).
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

მსგავსი განცხადებები
კოორდინატორი

ნოდარ ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი


29 აგვ - 27 სექ

მიმღებ განყოფილებაში ოპერატორი

სამედიცინო ცენტრი ციტო


22 აგვ - 20 სექ

მოლარე-რეგისტრატორი

ტოტალ შარმ პიაცა


19 აგვ - 17 სექ

მოლარე-ადმინისტრატორი

კლინიკა ელიტი


03 სექ - 02 ოქტ

მოლარე-რეგისტრატორი

კლინიკა კანი


16 სექ - 15 ოქტ