ლაბორატორიის უფროსი/ექიმ-ლაბორანტი
თარიღები:
09 სექ - 08 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@medison.com.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ლაბორატორია/პათოლოგია მედდა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ამბულატორიული ქსელი  „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:ლაბორატორიის უფროსი/ექიმ-ლაბორანტი 
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი  ამბულატორიული სერვისების მიწოდება. 
სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, (საბურთალო) 
სამუშაო გრაფიკი - სრული   
 
ლაბორატორიის უფროსი 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სახელმწიფო სერთიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემაფასებელი ლაბორატორიული (ჰემატოლოგიურ,ზოგადკლინიკურ, ბიოქიმიურ, ფიზიოლოგურ, მიკროსკოპიულ და ა.შ.)კვლევების განხორციელება; 
  • კვლევების ჩატარება კომპანიის/ეროვნული/საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების/გაიდლაინების გათვალისწინებით; 
  • ლაბორატორიული დოკუმენტაციის სრულყოფილი ჩანაწერების წარმოების მონიტორინგი, კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაციის დაფიქსირება მიმდინარე რეჟიმში დროულად, განსაზღვრულ ვადებში; 
  • კვლების შედეგების დაფიქსირების მონიტორინგი შესაბამის ბლანკებზე, ჟურნალებში და მარეგულირებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შესაბამის სამედიცინო პორტალზე; 
  • ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების ცოდნა და გამოყენება პრაქტიკაში: 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრუქტურის დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების, გაიდლაინების, პროტოკოლების, სხვა სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტების გაცნობა გუნდის წევრებისთვის;  
  • სამედიცინო საქმიანობის განხორციელება კლინიკაში დანერგილი პროტოკოლების და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად. 
  • კლინიკაში არსებული ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში; 
  • ლაბორატორიული ინვენტარის, პირადი დაცვის აღჭურვილობის და მოწყობილობების მოვლა/ექსპლოატაციაზე ზრუნვა გუნდის წევრებთან ერთად; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება; 
  • აუცილებელია სახელმწიფო სერთიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში; 
  • აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული გამოცდილება შესაბამის სფეროში; 
  • გუნდის მართვის გამოცდილება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 
  • ინგლისური/რუსული ენების ცოდნა; 
 
ექიმ-ლაბორანტი 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ლაბორატორიული კვლევებისათვის საანალიზო მასალის აღება,დამუშავება და შენახვა; 
  • ლაბორატორიული კვლევების შესრულება; 
  • ლაბორატორიაში სახარჯ მასალებსა და რეაგენტებზე მეთვალყურეობა; 
  • ლაბორატორიული სამედიცინო აპარატების მოვლის პროცედურების დაცვა; 
  • საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება. 
  • სამედიცინო საქმიანობის რეგულირებით განსაზღვრული სახელმწიფო სერთიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში; 
  • სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წელი პროფესიული საქმიანობის. 
  • ლაბორატორიული მედიცინის ზოგადი საფუძვლების ცოდნა; 
  • მიკრობიოლოგიური მიმართულების პროცესების სრულყოფილი ცოდნა; 
 
სამუშო გრაფიკი: დღის ან მორიგე 
 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ მისამართზე hr@medison.com.ge „subject” ველში  მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 
 
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. 
 
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!