სამედიცინო წარმომადგენელი
თარიღები:
14 ოქტ - 22 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: pharm.company@yahoo.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე, თბილისში.

მოვალეობები:
  • ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და აფთიაქების პერსონალთან;
  • ვიზიტის ფარგლებში მედიკამენტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა;
  • საპრომოციო მედიკამენტების პოპულარიზაციის მიზნით განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
  • შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური ანალიზი და რეპორტინგი;
  • ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება კარდიოლოგიური მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, მოტივირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • გუნდურობა;
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ სახელფასო განაკვეთს;
  • შესრულებული სამუშაოს მიხედვით კვარტალურ და წლიურ ბონუსს;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • საწვავის თვიურ ლიმიტს;
  • მობილურ ტელეფონზე სასაუბრო ლიმიტს;

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 
pharm.company@yahoo.com საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.