ექთანი- ფლებოტომისტი
თარიღები:
01 ოქტ - 30 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.mwlab@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ლაბორატორია/პათოლოგია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
მედიქალ ვორლდი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს  საქართველოს მასშტაბით. კომპანია „მედიქალ ვორლდი“ ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ სახელითაა ცნობილი. 
“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი - „მედ 11“ , რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
მედიქალ ვორლდის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ აცხადებს, ქ. თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიაში  ექთანი - ფლებოტომისტის  ვაკანსიას.

სამუშაოს მდებარეობა: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას  ქუჩა N15.

სამუშაო დრო: წინასწარი გაწერილი გრაფიკის მიხედვით;
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით.

სამუშაოს აღწერა:
  • საექთნო მომსახურების გაწევა ლაბორატორიაში ან/და ბინაზე გამოძახებით; 
  • ნიმუშების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება, სტანდარტული პროცედურების დაცვით;
  • კომპეტენციის ფარგლებში  კომპანიის  მიერ დანერგილი პროტოკოლების და გაიდლაინების        შესრულება, 

მოთხოვნები:
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
  • მინიმუმ 2 (ორი) წლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც მოზრდილთა ისე პედიატრიულ       ასაკში. 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;

პიროვნული მახასიათებლები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
  • ბენეფიტები:  ფასდაკლება ლაბორატორიულ გამოკვლევებზე (ეხება ოჯახის წევრებსაც).

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ–გვერდზე: mlab.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით,  ელ.ფოსტაზე  hr.mwlab@gmail.com  . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
გისურვებთ წარმატებას!