კომპანია
„ივერმედი“ აცხადებს ვაკანსიას
ფარმაცევტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი და პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი,დიღომი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 17:30
სამუშაოს აღწერილობა
- ფარმაცევტული პროდუქციის მიღება;
- საწყობში არსებული ფარმაცევტული პროდუქციის გაცემის კონტროლი
- საწყობში არსებული ფარმაცევტული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
- ფარმაცევტულ საწყობში მიმდინარე პროცესების GDP სტანდარტის მიხედვით წარმართვა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
ძირითადი უნარები:
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ფარმაცევტული განათლება, ბაკალავრის ხარისხი, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი,
- სააფთიაქო დაწესებულების სფეროში მუშაობის, მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- GDP ( კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
- სასურველია ინგლისირი ენის ცოდნა
ჩვენი მხრიდან გპირდებით:
- განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმესა და მხარდამჭერ მეგობრულ გუნდს.
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე:
natia.goginashvili@ivermedi.com გისურვებთ წარმატებებს.