დღის პასუხიმგებელი პედიატრი
თარიღები:
08 ოქტ - 22 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: gc_hr@clinics.ge
მდებარეობა:
ქობულეთი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
პედიატრი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
“საქართველოს კლინიკები“  აცხადებს დღის პასუხიმგებელი პედიატრის ვაკანსიას ქობულეთში
„საქართველოს კლინიკები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ქობულეთი
სამუშო გრაფიკი:  არაუმეტეს 48 საათი კვირაში

ძირითადი მოვალეობები:
  • პედიატრიის მიმართულებაში  სამედიცინო პროცესების ეფექტიანი მართვა, პაციენტებისთვის უსაფრთხო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა და სამედიცინო ხარისხის მართვა;
  • პედიატრიის მიმართულებაში  სამედიცინო სერვისების დანერგვა და  უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა
  • პედიატრიის მიმართულებაში სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და პროცესების მართვა;
  • პედიატრიის მიმართულებაშვი მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პოზიციისთვის დადგენილი შესრულების ინდიკატორის შესაბამისად, ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • აუცილებელია სახელმწიფო სერთიფიკატი პედიატრიაში/ან ბავშვთა გადაუდებელ მედიცინაში;
  • შესაბამისი მიმართულებით დადგენილი პოლიტიკები, პროცედურები, გაიდლაინები, ინსტუქციები;

დამატებითი მოთხოვნები:
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  22 ოქტომბერი , 2024 წელი 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV)  შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი“ .
„საქართველოს კლინიკები“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.  მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.  დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება

მსგავსი განცხადებები
ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი

საქართველოს კლინიკები


27 სექ - 26 ოქტ

პედიატრი

საქართველოს კლინიკები


27 სექ - 26 ოქტ

პედიატრიული მიმართულების ხელმძღვანელი

საქართველოს კლინიკები


22 ოქტ - 05 ნოე