თარიღები:
16 ოქტ - 08 ნოე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@benefits.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ოჯახის ექიმი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმების კოორდინატორის  თანამდებობაზე. 
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე www.benefits.ge
მისამართი: ქ.თბილისი, გია ჭანტურიას 5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30

ძირითადი მოვალეობები:
  • ოჯახის ექიმების კოორდინირება, მათი სამუშაოს ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
  • ოჯახის ექიმების სამუშაოს შეფასება, შესრულებული სამუშაოს ანალიზი დღის/თვის ჭრილში;
  • ხელით გაცემული მიმართვების დიჯიტალიზაცია;
  • ოჯახის ექიმების ინფორმაციული უზრუნველყოფა და დახმარება კლინიკურ თუ ტექნიკურ საკითხებში;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვა;
  • ოჯახის ექიმების განრიგის შედგენა/ცვლილებების ასახვა ელექტრონულ ბუქინგში;
  • პრობლემური შემთხვევების განხილვა და დროული აღმოფხვრა, საჭიროებისამებრ;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი ორგანიზაციული კულტურა;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი განცხადებები
ექიმი ნევროლოგი/ოჯახის ექიმი

ექიმ ბუბნოვსკის ცენტრი


18 სექ - 17 ოქტ

ექიმი ნევროლოგი/ოჯახის ექიმი

Symmetria


08 ოქტ - 06 ნოე

ოჯახის ექიმი/თერაპევტი

კლინიკა მოლისანი


19 სექ - 18 ოქტ

ოჯახის ექიმი

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია


10 ოქტ - 08 ნოე