ანალიზური განვითარების ლაბორატორიის ანალიტიკოსი
თარიღები:
16 ოქტ - 14 ნოე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gmpgeo.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ლაბორატორია/პათოლოგია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
GM Pharmaceuticals  წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM Pharmaceuticals  -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.

GM Pharmaceuticals  აცხადებს ვაკანსიას ანალიზური განვითარების ლაბორატორიის ანალიტიკოსის პოზიციაზე 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, ცვლიანი განრიგი (6 საათიანი სამუშაო დღე)

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი მოვალეობები:
  • მონაწილეობა ანალიზური მეთოდის დამუშავებასა და არსებული მეთოდების ოპტიმიზაციაში;
  • სტაბილურობის კვლევების წარმოება;
  • მონაწილეობა ვალიდაციის მეთოდების შემუშავებასა და მიმდინარეობაში;
  • მონაწილეობა ახალი მეთოდების შესწავლასა და დანერგვაში;
  • მონაწილეობა ხარისხის მართვის სისტემის პროცესებში კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ქიმიის ან ფარმაციის მიმართულებით;
  • ანალიზური, ორგანული და ფარმაცევტული ქიმიის (ფარმაცევტებისთვის) სიღრმისეული ცოდნა;   
  • ანალიზურ ინსტრუმენტებთან (GC; HPLC; UV დაა.შ) მუშაობის გამოცდილება;
  • ანალიზური ხელსაწყოების მუშაობის პრინციპისა და საფუძვლების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტკური აზროვნების უნარი;
  • დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2024 წლის 15 ნოემბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით
მსგავსი განცხადებები
ანაზღაურებადი სტაჟირება წარმოების ოპერატორი/ლაბორანტი

ბიოქიმფარმი


30 სექ - 29 ოქტ

ანალიზური განვითარების ლაბორატორიის ადმინისტრაციის სპეციალისტი

ფარმაცევტული კომპანია GM Pharmaceuticals


16 ოქტ - 14 ნოე

დღის და ღამის მორიგე ექიმი-ლაბორანტი

მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკ


25 სექ - 24 ოქტ

დღის ლაბორანტი

გერმანული ჰოსპიტალი


28 სექ - 26 ოქტ

ექთანი- ფლებოტომისტი

მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკ


01 ოქტ - 30 ოქტ