სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორი/რეზერვი
თარიღები:
16 ოქტ - 30 ოქტ
მდებარეობა:
ქუთაისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
„ვიანი“  აცხადებს სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორის (რეზერვი) ვაკანსიას ქუთაისში 
სამუშაოს ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, ჯავახიშვილის #83ა 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კონტროლის განხორციელება სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულესა და ვალიდურობაზე; 
  • პაციენტებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მართვა; 
  • პაციენტის შიდა და გარე გადაყვანის პროცესის კოორდინაცია რიგ ადმინისტრაციულ და ბილინგის საკითხებში; 
  • პაციენტის გაწერის შემთხვევაში ისტორიის დახურვამდე ხარჯების შედარება პროგრამაში არსებულ მონაცემებთან, ყველა სხვა საჭირო ინფორმაციის შემდგომი გადამოწმება და დასტურის გაცემა გაწერაზე; 
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს პორტალის ანგარიშგების მოდულში კალკულაციის ატვირთვა; 
  • შესრულებისთვის მომზადებული დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება და შეთანხმებულ ვადებში უშუალო უფროსისთვის მიწოდება; 
  • ბილინგის მოდულში შესაბამისი ოპერაციების განხორციელება; 
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის  ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი; 
  • ერთეულის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების და გაიდლაინების განხორციელების უზრულვეყოფა და კონტროლი; 
  • სამუშოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია–მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისა და კოორდინატორი მენეჯერის დავალების შესაბამისად. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით; 
  • აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel; 
  • სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინიციპების ცოდნა; 
  • ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებები საყოველთაო ჯანდაცვის და ვერტიკალური პროგრამების შესახებ; 
  • კერძო სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობის დადგენილებები; 
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • გუნდის მართვის უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი. 
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი, 2024 
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს : https://vian.health/ka/career/?careerId=716 
„ვიანი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.