თარიღები:
21 ოქტ - 19 ნოე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@vivomedical.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
1000
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას  უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1 
ანაზღაურება: 1000 ლარი 
სამუშაო განრიგი: 09:00 – 17:00; 09:10 – 17:30, დამატებით სამუშაო დღე, მორიგეობით, ყოველი მესამე შაბათი - 10:00 – 14:00     
 
ძირითადი ფუნქციები: 
  • განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია; 
  • პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, საგარანტიო წერილების გააქტიურება;  
  • პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა; 
  • პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე; 
  • სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • უცხო ენა - B1 დონეზე 
  • MS Office - სამომხმარებლო დონეზე 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge  (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „უმცროსი მენეჯერი“ 
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.