თარიღები:
21 ოქტ - 19 ნოე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Hr@vivomedical.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
900
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: „სივრცის კონსულტანტი“

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.

ადგილმდებარეობა - დიღომი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:30-დან 17:30-მდე
ანაზღაურება: 900 ლარი  

ძირითადი ფუნქციები:
  • მომხმარებლის დახვედრა და სწორი გადამისამართება;
  • მომხმარებლის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
  • პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული ამბულატორიული სერვისების შესახებ;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული მეტყველება ქართულად;
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ელ.ფოსტაზე: Hr@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ „“ სივრცის კონსულტანტი”
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.