თარიღები:
31 ოქტ - 29 ნოე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@joann.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ლაბორატორია/პათოლოგია მედდა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას მორიგე ფლებოტომისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ლუბლიანას ქუჩა, #35;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევი ჩათვლით 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე;
ანაზღაურება: კონკურენტული

ძირითადი ფუნქციები:
  • ამბულატორიული პაციენტების სისხლის აღება (ფლებოტომია) დადგენილი პროცედურის მიხედვით;
  • კლინიკებიდან თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების გადამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში; პრე და პოსტანალიზური პროცესების მართვა;
  • მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება "ცივი ჯაჭვის" მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი;
  • ლაბორატორიის დადგენილი პროცედურის შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაცია-გადახდის პროცესის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ბებია-ქალი/ფერშალ-ლაბორანტი);
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე 
vacancy@joann.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ექთანი ფლებოტომისტი".
გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

მსგავსი განცხადებები
ექთანი-ფლებოტომისტი

სამედიცინო ცენტრი ციტო


16 ნოე - 15 დეკ

ექთანი

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი


13 ნოე - 30 ნოე

ანესთეზიის მორიგე ექთანი

Mმედი22


08 ნოე - 07 დეკ

გადაუდებელი საოპერაციოს ექთანი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


31 ოქტ - 29 ნოე

გადაუდებელი საოპერაციოს ექთნის თანაშემწე

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


31 ოქტ - 29 ნოე