თარიღები:
05 ნოე - 04 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@irao.ge
მდებარეობა:
ბათუმი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ოჯახის ექიმი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის  წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში.

სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00, ყოველი მეორე შაბათი 10:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი

ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო სამუშაოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პაციენტის კონსულტირება, დაზღვეულის ისტორიის გახსნა, ანამნეზის შეკრება;
  • პაციენტისთვის დანიშნულების გაცემა კომპანიაში არსებული სამედიცინო გაიდლაინების დაცვით; 
  • საჭიროების შემთხვევაში პაციენტის გამოკვლევებზე ან სპეციალისტებთან გადამისამართება;
  • სპეციალისტების მიერ დანიშნულ მედიკამენტებსა და გამოკვლევებზე მიმართვის გაცემა ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით;
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი;
  • პაციენტების ისტორიების და მიმართვების პროგრამული ადმინისტრირება;

ვაკანსიის მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ოჯახის ექიმის ლიცენზია;
  • ოჯახის ექიმის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა.
  • ეფექტური კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური  უნარები;
  • ემპათიურობა და გულისხმიერება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge;  სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ირაო გისურვებთ წარმატებას!
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
ოჯახის ექიმის ასისტენტი

ევექსი


30 ოქტ - 28 ნოე

ოჯახის ექიმი

ავერსის კლინიკა


08 ნოე - 22 ნოე

ოჯახის ექიმი

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია


23 ოქტ - 21 ნოე

ოჯახის ექიმი

სადაზღვევო კომპანია უნისონი


28 ოქტ - 26 ნოე