თარიღები:
12 ნოე - 11 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@vivomedical.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
მედდა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
აღწერა:
„ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას „ექთნის თანაშემწის“ პოზიციაზე.
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1;
სამუშაო გრაფიკი: 24 სთ-იანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს; 
ანაზღაურება: 1 საათი - 3.50 
განყოფილება: კარდიოლოგია 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
  • ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე vacancy@vivomedical.ge  და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთნის თანაშემწე კარდიოლოგია".
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.