კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თარიღები:
12 ნოე - 11 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@tbilisimedic.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
გაყიდვები  სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
გაყიდვების მენეჯერი კორპორატიული კლიენტები (B2B) სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
2500 - 4000
ენები:
ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
თბილისი მედიკი მე_14 წელია, ზრუნავს სამედიცინო სფეროს განვითარებაზე და მას სამედიცინო პროდუქტის სრულ სპექტრს სთავაზობს.

თბილისი მედიკი აერთიანებს ყველა აუცილებელ სამედიცინო ინვენტარს ერთ სივრცეში. ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა
ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი. გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლობისა,
თბილისი მედიკი ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 3 მაღაზიით (1 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი). 

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თბილისი მედიკში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ეს თბილისი მედიკია - ადგილი, სადაც გუნდური მიზნები და პასუხისმგებლობა გვაერთიანებს!
იხ. ვიდეორგოლი ჩვენს facebook - https://fb.watch/vuY98inBYG/ და Linkedin გვერდზე - https://tinyurl.com/yueb5tu9 

ამჯერად, კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
  • სამედიცინო აპარატურული და სახარჯი პროდუქტებისა და არსებული და პოტენციური კლიენტების სრულყოფილად შესწავლა;
  • ყოველდღიური გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
  • კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
  • მიზნობრივი ფოკუსჯგუფების სრულფასოვანი ბაზის შექმნა;
  • კონკურენტების შესწავლა;
  • აპარატურული/სახარჯი მიმართულების პროდუქციის ჯგუფის/ბრენდის განვითარებაში მონაწილეობის მიღება;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინოს მიმართულებით)
  • აუცილებელია კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

მაშინ, ჩვენ გეძებთ შენ.
თბილისი მედიკში დაგხვდება:
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:00 სთ
  • შრომითი ანაზღაურება : ფიქსირებული (2500 - 4000 ლარი)
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას 28ა 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge.