აღწერა:
ფარმაცევტული კომპანია ნიუფარმა აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენელის თანამდებობაზე თბილისში, ქუთაისსა და კახეთში.
სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და ფარმაცევტებთან
- კომპანიის მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა
- ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი
- შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური რაპორტინგი
- კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელება.
აუცილებელი უნარები:
- გამართული კომუნიკაციის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებულობა
- სწორი და შედეგიანი მოლაპარაკების წარმოების უნარი
- შედეგზე ორიენტირებულობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- პუნქტუალურობა
- ენერგიულობა
- შრომისმოყვარეობა
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება: მედიცინის, ან ფარმაცევტული ფაკულტეტი
- კომპიუტერის ცოდნა (საოფისე პროგრამები)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: cv@newpharma.ge