მოლარე-რეგისტრატორი
თარიღები:
13 ნოე - 12 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: nkutsia@innovainvitro.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
რეგისტრატურა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
1000
ენები:
ინგლისური რუსული
აღწერა:
სამედიცინო კომპანია „ინოვა ინ ვიტრო“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საბურთალო, ზ.ანჯაფარიძის II შეს. #6;
სამუშაო გრაფიკი: კვირის განმავლობაში არაუმეტეს 40 საათი
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქციები:
  • პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაცია, მათთვის ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
  • ელექტრონულ ბაზაში (1C / ბალანსი) პაციენტების რეგისტრაცია და სამედიცინო ბარათის გახსნა;
  • სალარო აპარატთან / ტერმინალთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება და დღის ბოლოს სალაროების / რეპორტების კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე).

ცოდნა და უნარები:
  • კომუნიკაბელური და თავაზანი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: nkutsia@innovainvitro.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-რეგისტრატორი".
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.