თარიღები:
20 ნოე - 19 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: marina.chinchaladze@alpenpharma.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ფარმაცია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
Alpen Pharma AG ევროპული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე.  
სამუშაო განაკვეთი: სრული. 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად. 
 
ძირითადი ფუნქციები: 
  • პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით, სრულყოფილად კარგად შესწავლა. 
  • ბაზრის კვლევა/ანალიზი, კონკურენტების შეფასება; 
  • პროდუქტის გაყიდვების ზრდისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ყველა საშუალებით, მათ შორის მარკეტინგის და პრომოუშენის დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა. 
  • საპრომოციო, საინფორმაციო და საპრეზენტაციო მასალების მომზადება. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება; 
  • შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება; 
  • რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
 
პიროვნული თვისებები: 
  • კომუნიკაბელურობა, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი; 
  • კრეატიულობა. 
 
შერჩევა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 
  • CV (რეზიუმე) გადარჩევა; 
  • ინდივიდუალური გასაუბრება. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: marina.chinchaladze@alpenpharma.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროდუქციის მენეჯერი". 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 
 
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!