აღწერა:
ისი პარი აცხადებს ვაკანსიას პარაფარმაციის განყოფილებაში სამედიცინო/სააფთიაქო წარმომადგენლის პოზიციაზე (პიერ ფაბრის ბრენდები -ავენი და კლორანი).
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი პ.სარაჯიშვილის 17 ა (სამუშაო ითვალისწინებს რეგულარულ ვიზიტებს სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში)
სამუშაო გრაფიკი - 9:30 – 18:00
დასვენების დღეები - შაბათი და კვირა
- ანაზღაურება - ძირითადი ხელფასი - 750 ლარი 3 თვის განმავლობაში.
- 3 თვის შემდეგ ფიქსირებული ხელფასს ემატება ბონუსი. სრული შემოსავალი ბონუსის ჩათვლით 1000 -1400 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი პროდუქციის საფუძვლიანი შესწავლა
- რეგულარული ვიზიტების განხორციელება სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულებებში
- კონკურენტ ბრენდებზე ინფორმაციის მოპოვება, რისკების და უპირატესობების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად განხილვა
- ვიზიტების ყოველკვირეული გეგმის შედგენა
- ვიზიტებთან დაკავშირებით ყოველდღიური რეპორტების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან
- ექიმთა ბაზის პერიოდული განახლება (ახალი ექიმების მოძიება)
- ვიზიტების განხორციელება აფთიაქებში, პროდუქციის განლაგების გაკონტროლება, იმიჯის შემოწმება, მომხმარებელთან ურთიერთობა, აფთიაქებში არსებული ნაშთისა და მათი ვადების კონტროლი, აფთიაქებიდან შეკვეთების მიღება
- პერიოდულად, აფთიაქში და ისი პარის მაღაზიათა ქსელში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობა: მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა; ნიმუშების მიზანმიმართულად დარიგება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- სასურველია აფთიაქში ან სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა და პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები/უნარები:
- ეფექტური პრეზენტაციის უნარი
- ეფექტური კომუნიკაცია
- გამართული მეტყველება
- დეტალებზე ორიენტირებული
- მოლაპარაკების უნარი
- დარწმუნების უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:hr-iciparis@prestige.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის ,,სამედიცინო/სააფთიაქო წარმომადგენელი“ დასახელება
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.