თარიღები:
25 ნოე - 09 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: nsabakhtarishvili@gpih.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ოჯახის ექიმი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე თბილისში.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-17:00)
ლოკაცია: ქ. თბილისი, მუხიანი

პასუხისმგებლობები:
  • დაზღვეულთა პირველადი გასინჯვა და შესაბამისი დანიშნულების მიცემა;
  • ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა; 
  • მიმართვების გაცემა, დიაგნოზთან და ხელშეკრულების პირობასთან შესაბამისობაში; 
  • სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების შესაბამისობის დადგენა (ხელშეკრულების პირობებთან და დიაგნოზთან) და საჭიროების შემთხვევაში მიმართვის გაცემა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა;
  • ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  nsabakhtarishvili@gpih.ge  გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოჯახის ექიმი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 9 დეკემბერი. 
მსგავსი განცხადებები
ოჯახის ექიმი

ლი-მედი


03 დეკ - 01 იან 2025