აღწერა:
სამუშაო ადგილი : ქ.მარნეული, 26 მაისის ქუჩა
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს მორიგე ანესთეზიოლოგის ვაკანსიას მარნეულის ფილიალში. (თბილისიდან მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ავერსის კლინიკა)
ძირითადი მოვალეობები :
- ქირურგიული ჩარევებისა და დიაგნოსტიკური პროცედურების ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფა;
- პაციენტების პერიოპერაციული მართვა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, დადგენილი წესების შესაბამისად;
- კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები :
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- შესაბამისი სახელმწიფო სერთიფიკატი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ბავშვთა და მოზრდილთა (სამეანო) ანესთეზიოლოგიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- გულისხმიერება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ;
- სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge . ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მორიგე ანესთეზიოლოგი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა : 13/12/2024
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!