აღწერა:
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი
სამუშაო გრაფიკი: 09:00- დან 18:00 -მდე
ანაზღაურება: 1 500 ლარი (NET),
ძირითადი ფუნქციები:
- სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და კლინიკის შიდა მოთხოვნების შესაბამისად;
- სამედიცინო დოკუმენტაციასა და დამფინანსებლებთან გადაცემულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა;
- დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების კოდირების სისწორის უზრუნველყოფა სამედიცინო კლასიფიკატორის შესაბამისად;
- რეჰოსპიტალიზებული შემთხვევების/კლინიკური საკითხების განხილვა ექიმებთან ერთად;
- შესრულებული სამუშაოს წარდგენისათვის საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება; სახელმწიფო პროგრამებისა და სხვა კერძო სადაზღვევოებისთვის დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით;
- დამფინანსებლების (კერძო სადაზღვევო კომპანიები, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია/გამგეობები და სხვა) მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ოპტიმალურ ვადაში მიწოდების უზრუნველყოფა;
- სამედიცინო ქეისების EHR მოდულში გაგზავნის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 (ერთ) წლიანი გამოცდილება;
- ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების დაცვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: medicalcompanyjobs@gmail.com (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება). გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.