სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი
კომპანია
თარიღები:
04 დეკ - 02 იან 2025
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: medicalcompanyjobs@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება  სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
წარმოების ხარისხის კონტროლი სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
1500
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი
სამუშაო გრაფიკი: 09:00- დან 18:00 -მდე 
ანაზღაურება: 1 500 ლარი  (NET),

ძირითადი ფუნქციები:
  • სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და კლინიკის შიდა მოთხოვნების შესაბამისად;
  • სამედიცინო დოკუმენტაციასა და დამფინანსებლებთან გადაცემულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა;
  • დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების კოდირების სისწორის უზრუნველყოფა სამედიცინო კლასიფიკატორის შესაბამისად;
  • რეჰოსპიტალიზებული შემთხვევების/კლინიკური საკითხების განხილვა ექიმებთან ერთად;
  • შესრულებული სამუშაოს წარდგენისათვის საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება; სახელმწიფო პროგრამებისა და სხვა კერძო სადაზღვევოებისთვის დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით;
  • დამფინანსებლების (კერძო სადაზღვევო კომპანიები, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია/გამგეობები და სხვა) მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ოპტიმალურ ვადაში მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო ქეისების EHR მოდულში გაგზავნის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 (ერთ) წლიანი გამოცდილება;
  • ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office)  ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების დაცვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე: medicalcompanyjobs@gmail.com (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

მსგავსი განცხადებები
ანალიზური განვითარების ლაბორატორიის ადმინისტრაციის სპეციალისტი

ფარმაცევტული კომპანია GM Pharmaceuticals


10 დეკ - 08 იან 2025

LMS მენეჯერი

ავერსის კლინიკა


13 დეკ - 25 დეკ

ადმინისტრატორი

ნატალი ჯგუფი


12 დეკ - 10 იან 2025

არამედების საწყობის უფროსი

ავერსი ფარმა


19 დეკ - 15 იან 2025

არამედიკამენტების რეკომენდაციების მენეჯერი

ავერსი ფარმა


10 დეკ - 08 იან 2025