აღწერა:
მედიქალ ვორლდი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს საქართველოს მასშტაბით. კომპანია „მედიქალ ვორლდი“ ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ სახელითაა ცნობილი.
“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი - „მედ 11“ , რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
მედიქალ ვორლდის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ აცხადებს, ქ. თბილისში, გ.ტერევენკოს ქ.N2( ლუბლიანას ქუჩა N56) ექთანი/ადმინისტრატორის ვაკანსიას
სამუშაოს მდებარეობა: ქ. თბილისი, გ. ტერევენკოს ქ.N2 ( ლუბლიანას ქუჩა N56)
სამუშაო დრო: 09:00 დან 21:00 მდე მორიგეობის პრინციპით.
ანაზღაურება: გამოცდილების და წინასწარი შეთანხმების პრინციპით.
სამუშაოს აღწერა:
- ფილიალის სამუშაო პროცესის მართვა და კონტროლი;
- სამუშაო პროცესის სისტემატიზაცია;
- ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი შეუსაბამობების მართვა;
- შემოსული პაციენტის მიღება, რეგისტრაცია და სალარო ოპერაციების შესრულება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი რეაგირება;
- სოციალურ გვერდებზე და ელ ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებზე სწრაფი რეაგირება;
- არსებული მარაგების მართვა და მონიტორინგი;
- კონკურენტი ორგანიზაციების ფასების მონიტორინგი და პროდუქტების ანალიზი;
- მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში საექთნო მომსახურების გაწევა;
- სამუშაო დღის ბოლოს მიმდინარე პროცესების გადაბარება;
- კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის მიერ დანერგილი პროტოკოლების და გაიდლაინების შესრულება,
- პერიოდული ანგარიშების ჩაბარება (რეპორტის ფორმატი) და ანალიზი კომპანიის ადმინისტრაციასთან;
მოთხოვნები:
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
- მინიმუმ 2 (ორი) წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
პიროვნული მახასიათებლები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენთან დაგხვდებათ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
- FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
- ბენეფიტები: ფასდაკლება ლაბორატორიულ გამოკვლევებზე (ეხება ოჯახის წევრებსაც).
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ–გვერდზე: mlab.ge თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!