აღწერა:
ჩვენ ვართ სამედიცინო ცენტრი სიმეტრია, წამყვანი დაწესებულება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მკურნალობის სფეროში. ჩვენი მიზანია არა სიმპტომების, არამედ ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მკურნალობა მედიკამენტისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე.
სამედიცინო ცენტრი სიმეტრიაში ვიწვევთ სამუშაოდ ექიმებს შემდეგი მიმართულებით: ექიმ-ნევროლოგს, ან ექიმ-ტრავმატოლოგს, ან ექიმ-თერაპევტს, რათა შემოუერთდეს ჩვენს მეგობრულ გუნდს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება
- სავალდებულოა სერტიფიკატი/ლიცენზია შესაბამის სპეციალობებში
- სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- გამოცდილება სამედიცინო სფეროში
- მუშაობის ნებართვა და გამოცდილება როგორც ბავშვებთან ასევე ზრდასრულებთან.
მოვალეობები:
- კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით.
- შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას
- პაციენტის მიღება, გასაუბრება გასინჯვა, ანამნეზის შეკრება
- პირველადი და განმეორებითი კონსულტაციების ჩატარება
- პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა
- მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
- პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ
- მკურნალობის პროგრამის კორექტირება
- რეაბილიტოლოგებისა და მასაჟისტების მუშაობის კონტროლი
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალობა
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებული
- სწრაფად ათვისების უნარი
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი
რას გთავაზობთ:
კონკურენტუნარიან ხელფასს (ფიქსირებული + KPI)
გრძელვადიანი თანამშრომლობას
სამუშაო ადგილი:
თბილისში არსებული 3 ფილიალი, მონაცვლეობით.
სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი
09:00-18:00
კონტაქტი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე:
hr.symmetria.ge@gmail.com გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ექიმი-ნევროლოგი“ ან „ექიმი-ტრავმატოლოგი“ ან „ექიმი-თერაპევტი“
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები “სარეაბილიტაციო კლინიკიკა სიმეტრიას” მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
“სარეაბილიტაციო კლინიკიკა სიმეტრია” თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!