სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (
www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (
www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
- დაზღვეულთა პირველადი გასინჯვა და შესაბამისი დანიშნულების მიცემა;
- ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა;
- მიმართვების გაცემა, დიაგნოზთან და ხელსეკრულების პირობასთან შესაბამისობაში;
- სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების შესაბამისობის დადგენა (ხელშეკრულების პირობებთან და დიაგნოზთან) და საჭიროების შემთხვევაში მიმართვის გაცემა;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სპეციალობაში (პედიატრია) სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა;
- ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა;
- უპირატესობად ჩაითვლება სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
nsabakhtarishvili@gpih.geგთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პედიატრი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა
2024 წლის 22 დეკემბერი.