რადიაციული ონკოლოგის ასისტენტი
თარიღები:
12 დეკ - 07 იან 2025
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: llazarashvili@mmc.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 591 93 98 22
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო) ონკოლოგია ექიმის დამხმარე
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
1000
ენები:
ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
შპს „სხივური მედიცინის ცენტრი“ აცხადებს შერჩევას რადიაციული ონკოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლ. ჩარკვიანის ქ. N6 (ლისის ტბის მიმდებარედ).

ძირითადი მოვალეობები:
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
  • ფორმა IV-100/ა გამზადება.
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ონკოლოგიის სფეროში.
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • კომუნიკაბელურობა.

სამუშაო განაკვეთი : 8 საათიანი - 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
ხელფასი - დარიცხული 1000.00 ₾.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 9 იანვარი 2025 წ.

დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: llazarashvili@mmc.geან დაგვიკავშირდით ნომერზე:  +995 591 93 98 22;  საკონტაქტო პირი: ლიზა ლაზარაშვილი  - ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
  • განაცხადების განხილვა;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;

შპს „სხივური მედიცინის ცენტრი“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდადტი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად.