აღწერა:
შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების რეკომენდაციების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში
ძირითადი მოვალეობები:
- სარეკომენდაციო მარკეტინგის წარმოება;
- ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება: გეგმიური ვიზიტების შესრულება სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში, კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ექიმებისთვის და მათი რეკომენდაციის წახალისება.
- მოლაპარაკებების წარმოება:
- მონაცემების შეგროვება და შედეგების ანალიზი: ვიზიტების დროს მიღებული მონაცემების დოკუმენტირება და ანალიზი, ანგარიშების მომზადება მუშაობის შეფასებისთვის და მიწოდება ჯგუფის ხემძღვანელისათვის
- ტრენინგებში მონაწილეობა: პროფესიული უნარების გაუმჯობესებისთვის შიდა და გარე ტრენინგებში მონაწილეობა. ტრენინგების უშუალოდ ჩატარება როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე ფარმაცევტებისთვის.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო, ფარმაცევტული, პედიატრიისა ან მედიცინის ფაკულტეტი)
- მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში,
- ინგლისური ენის ცოდნა(B1);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; შემოქმედებითი აზროვნება; ინიციატივიანობა, სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი; პოზიტიურობა;
- შედეგზე ორიენტაცია;
სამუშაო აღწერილობა
- სამუშაო განრიგი: 9:00 – 18:00
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
- ანაზღაურება: 2000+(net)(ფიქსირებული) + ბონუსი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:
ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
დიპლომის ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი;
სარეკომენდაციო წერილები
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10.01.2025 წ.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.