პროდუქციის მენეჯერი
თარიღები:
10 დეკ - 08 იან 2025
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gmpgeo.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
GM Pharmaceuticals  წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა. 
GM Pharmaceuticals-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში. 
 
GM Pharmaceuticals აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე. 
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა 
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 – 18:00 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • პროფესიული და კარიერული განვითარების  შესაძლებლობას; 
  • კონკურენტულ, ყოველწლიურად მზარდ ანაზღაურებას; 
  • კვარტალურ საბონუსე სისტემას; 
  • სოციალურ პაკეტს (სატელეფონო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა). 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ფარმაცევტული, სამედიცინო ბაზრის მონაცემების და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გამოკვლევა, შეჯამება და ანგარიშების შედგენა; 
  • ბაზრის კვლევა/ანალიზი, კონკურენტების შეფასება; 
  • გაყიდვების დაგეგმარებისა და ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა; 
  • პროდუქციის დეტალური შესწავლა, სამედიცინო-სამეცნიერო ინფორმაციის დამუშავება; 
  • საპრომოციო, საინფორმაციო, სარეკლამო, საპრეზენტაციო მასალების მომზადება; 
  • შეხვედრების, სამედიცინო-სამეცნიერო სიმპოზიუმების, სემინარების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება; 
  • წამყვან ექიმი-სპეციალისტებთან პერსონალური ვიზიტების განხორციელება; 
  • სამედიცინო წარმომადგენლებთან ორმაგი ვიზიტების განხორციელება მათი სამედიცინო-სამეცნიერო ცოდნის გაღრმავების მიზნით; 
  • გაყიდვების გუნდისთვის სატრენინგო მასალის, ტესტური დავალებების მომზადება; 
  • სამედიცინო წარმომადგენლების/გაყიდვების ჯგუფის მენეჯერების ტრენინგისა და  ტესტირების ჩატარება; 
  • რეგისტრაციის განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობა - პროდუქტის ბრენდის, დიზაინის, ანოტაციის, პირველადი და მეორეული შეფუთვის ტექსტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; 
  • კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ინიცირებული დამატებითი მოვალეობების შესრულება. 
 
განათლება და კვალიფიკაცია: 
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის/სამკურნალო ან პედიატრიული ფაკულტეტი); 
  • ფარმაცევტულ კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel, Word, PowerPoint) ცოდნა; 
  • მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია საკუთარი ავტომანქანის ფლობა). 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;  
  • დაგეგმვისა და  ორგანიზების უნარები;  
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • როგორც წერითი, ისე ზეპირი კომუნიკაციის  უნარები; 
  • პრეზენტაციის უნარი; 
  • მოლაპარაკების უნარი; 
  • დინამიური, მოქნილი და ცვლილებების მიმართ სწრაფი ადაპტირების უნარი; 
 
საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე. დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ  თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 10 იანვრისა და გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
 
გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.  
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. 
მსგავსი განცხადებები
სამედიცინო წარმომადგენელი

Herbion International


09 დეკ - 07 იან 2025

Oral Care-ის სამედიცინო წარმომადგენელი

პსპ ფარმა


13 დეკ - 27 დეკ

კლინიკის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

Acibadem Georgia Healthcare Group


18 დეკ - 15 იან 2025

კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა


04 დეკ - 30 დეკ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი მედიკ


12 დეკ - 10 იან 2025