სამედიცინო წარმომადგენელი
თარიღები:
10 დეკ - 08 იან 2025
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gmpgeo.com
მდებარეობა:
თბილისი ქუთაისი ბათუმი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ქართული ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
GM Pharmaceuticals წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.

GM Pharmaceuticals -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.

GM Pharmaceuticals აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში, იმერეთში და აჭარაში

გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, 09:00-18:00 საათი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
  • ყოველკვარტალურ ბონუსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის მიხედვით; 
  • პროდუქციის დემონსტრირება/წარდგენა სამედიცინო პერსონალთან, ექიმების, ექთნების და ფარმაცევტების ჩათვლით;
  • ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
  • კომპანიის ინიციატივით დაგეგმილ ტესტირებაში და გამოცდებში მონაწილეობის მიღება :
  • პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება და ორგანიზება; 
  • კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
  • საკუთარი ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი/პროფესიული სამედიცინო ან მასთან გათანაბრებული განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაში;
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა(ინგლისური ან რუსული);
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის სრულყოფილი ცოდნა;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • ლოგიკური და ანალიტკური აზროვნების უნარი;
  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • შემჭიდროვებულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 10 იანვრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ  GM Pharmaceuticals  ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.