ქვეკატეგორიები:
რეგისტრატურა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
აღწერა:
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას „რეგისტრატორის“ პოზიციაზე სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლ.ჩარკვიანის ქ.#8 (ლისის ტბის მიმდებარედ) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 9:00-16:30 ძირითადი მოვალეობები: - პაციენტების რეგისტრაცია;
- ფინანსური ანგარიშების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით;
- პაციენტთან დაკავშირებულ საკითხებზე სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა ( მომსახურების სფეროში, ფრონტ-ოფისში მუშაობის გამოცდილება);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გამართული ვერბალური უნარები
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანობა და ენერგიულობა
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სტაჟირების პერიოდში კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას (სახ.რეგულაციების გათვალისწინებით) დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: service@mmc.ge; გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება. "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" გისურვებთ წარმატებებს!