აღწერა:
სამუშაო ადგილი : ქ.მარნეული, 26 მაისის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ბავშვთა რეანიმაციის მორიგე ექთნის ვაკანსიას მარნეულის ფილიალში.
(თბილისიდან მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ‘’ავერსის კლინიკა’’)
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- განათლება: საშუალო სპეციალიზირებული, მედდის კვალიფიკაციით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერთან მუშაობა (ინფორმაციის მოძიება, შეყვანა, ამობეჭდვა);
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- გულისხმიერება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბავშვთა რეანიმაციის მორიგე ექთანი (მარნეული) იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25/12/2024.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!