სს ″კურაციო″ აცხადებს ვაკანსიას პირადი ექიმის ასისტენტის პოზიციაზე
მოვალეობები:
- პირადი ექიმის მხარდაჭერა სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოებაში
- კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში ექიმის დანიშნულების შესაბამისად პაციენტისთვის მიმართვების გენერირება კვლევებზე და მედიკამენტებზე სადაზღვევო კონტრაქტის პირობების სრული დაცვით
- პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია
- ქრონიკული პაციენტების მართვაში ექიმის მხარდაჭერა და თანამონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი კლინიკური სამედიცინო განათლება, სტუდენტი ან რეზიდენტი
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- სასურველია ინგლისური ენის ცონდა
პირობები:
სამუშაო ადგილი: ლოკაცია- ოთარ ლორთქიფანიძის #31
სამუშაო გრაფიკი:
სტანდარტულ სამუშაო დღეებში ერთი დღე - დილის ცვლა, მეორე დღე - საღამოს ცვლა:
დილის ცვლის სამუშაო საათები - 09:00 საათიდან 16:00 საათამდე;
საღამოს ცვლის სამუშაო საათები 14:00 საათიდან 20:00 საათამდე.
თვეში ორი შაბათი 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.
32 ან 39 სამუშაო საათი კვირაში.
ანაზღაურება: 1000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@curatio.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პირადი ექიმის ასისტენტი).
გაცნობებთ, სს “კურაციო” ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს „კურაციოს“ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სს „კურაციოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@curatio.ge წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ სს “კურაციოს” მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.