აღწერა:
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლინიკის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება - ფიქსირებული ანაზღაურება 3000 ლარი + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკის ბიზნეს პროცესების მართვა, მონიტორინგი და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
- ახალი სერვისების საჭიროების გამოვლენა/განხორციელება;
- კლინიკის შემოსავლების ზრდაზე ზრუნვა;
- მომხმარებელთა მოზიდვაში უშუალო ჩართულობა;
- ტოპ ექიმებთან ვიზიტების დაგეგმა/განხორციელება;
- კლინიკაში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, პროცესის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
- პერიოდული რეპორტინგის წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია - ბიზნეს ადმინისტრირების ან სამედიცინო/ ჯანდაცვის მიმართულებით)
- კლინიკის მენეჯერის ან უფროსი სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება.
აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- სტრატეგიული ხედვის, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancyhr515@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.