სამედიცინო წარმომადგენელი
თარიღები:
08 იან - 20 იან
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr_clinic@aversi.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
„ავერსის კლინიკის’’ ლაბორატორიათა ქსელი აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას.
 
ძირითადი მოვალეობები :
  • ავერსის კლინიკის ლაბორატორიული სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • კონტრაქტორი დაწესებულებების მოზიდვა;
  • მონაწილეობის მიღება სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში;
  • სამედიცინო ბაზრის კვლევების ჩატარება სხვადასხვა მიმართულებით.

კვალიფიკაცია და უნარები :
  • უმაღლესი განათლება მედიცინის ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • თავდაჯერებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი მისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20/01/2025.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი განცხადებები
Oral Care-ის სამედიცინო წარმომადგენელი

პსპ ფარმა


10 იან - 24 იან

კლინიკის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

Acibadem Georgia Healthcare Group


18 დეკ 2024 - 15 იან

სამედიცინო წარმომადგენელი

4Hospitals


18 დეკ 2024 - 16 იან

სამედიცინო წარმომადგენელი

ფარდი მედიქალს


18 დეკ 2024 - 16 იან

სამედიცინო წარმომადგენელი

White Medical


09 იან - 07 თებ