აღწერა:
კლინიკა „დიაკორი“ აცხადებს ვაკანსიას ექიმი პულმონოლოგის ასისტენტის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კ.ჩაჩავას 1 (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების (მედიცინის, ჯანდაცვის, , ფარმაციის მიმართულებები) კურსდამთავრებულები და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები; რეზიდენტები.
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- სასურველია, სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი ფუნქციები:
- ამბულატორიული პაციენტების მიღება, ელექტრონულ ბაზაში გაფორმება;
- პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების წარმოება;
- პაციენტის ისტორიების ატვირთვა პორტალზე.
- პაციენტებთან ურთიერთობა;
- უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა;
- თავაზიანობა, გულისხმიერება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
- სისხარტე,
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ხელფასი: 600 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.მისამართზე a.dushuashvili@diacor.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.