ოჯახის ექიმების ასისტენტების კოორდინატორი
თარიღები:
15 იან - 13 თებ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@gpih.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ოჯახის ექიმი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმების ასისტენტების კოორდინატორი პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • ექიმის ასისტენტების მიერ განხილული შემთხვევების მონიტორინგი, სხვა რთული და სადავო ქეისების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება;
  • ასისტენტების მიერ უკვე დარეგულირებული შემთხვევების კონტროლი სისტემური ხარვეზების გამოვლენის მიზნით;
  • გამოვლენილი ხარვეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების გატარება;
  • შემოსული პრეტენზიების ანალიზი და მათ მოკვლევა/პრევენციაში ჩართულობა;
  • შეხვედრების ორგანიზება ხარვეზების/შეცდომების პრევენციისათვის;
  • მომსახურების პროცესების მონიტორინგი და შესრულების ვადების დაცვა. ხარვეზების შემთხვევაში სისტემური პრობლემის მოძიებასა და მის გამოსწორებაზე ზრუნვა;
  • შესრულებული სამუშაოს რეპორტების წარმოება/ბაზების დამუშავება;
  • მომსახურების სტანდარტის კონტროლი/თანამშრომლების შეფასებისა და ბონუსირების პროცესში ჩართულობა;
  • შვებულებებისა და დეიოფების განაწილება/კონტროლი;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს ან მომიჯნავე სფეროში;
  • სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოჯახის ექიმების ასისტენტების კოორდინატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 თებერვალი.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/