თარიღები:
16 იან - 14 თებ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ge.lactalis.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ;
განაკვეთი: სრული, ცვლებში მუშაობა;

ძირითადი მოვალეობები:
  • HACCP და ISO სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების დაცვა, სამსახურის დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოება;
  • კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარება;
  • ტექნიკური პირობებისა და რეცეპტურის შესაბამისად ნედლეულის, , მზა პროდუქციისა და დამხმარე მასალების ხარისხის კონტროლი ანალიტიკურ და ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებზე;
  • მზა პროდუქციის, სასმელი წყლის, შემოტანილი სუფთა კულტურების და მთლიანად წარმოების პროცესის ბაქტერიოლოგიური კონტროლი-შემოწმება;
  • მანქანა-დანადგარების, ტექნოლოგიური ხაზების, ტარა-მასალების რეცხვა-დეზინფიცირების ანალიზი და კონტროლი;
  • სათანადო რეაქტივების, ჭურჭლიდა და სხვა მასალების მომზადება (სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად);
  • საწარმოში წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მიზეზების დადგენა საამქროს ტექნიკურ პერსონალთან ერთად და მათი დროული აღმოფხვრა;
  • საწარმოო-ლაბორატორიული ჟურნალის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - მიკრობიოლოგი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 5 თებერვალი.

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.