თარიღები:
17 იან - 31 იან
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: nsabakhtarishvili@gpih.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ოჯახის ექიმი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე თბილისში.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (14:00-21:00) და თვეში 2 შაბათი (10:00-14:00)
ლოკაცია: ქ. თბილისი, ავლაბარი

პასუხისმგებლობები:
  • დაზღვეულთა პირველადი გასინჯვა და შესაბამისი დანიშნულების მიცემა;
  • ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა; 
  • მიმართვების გაცემა, დიაგნოზთან და ხელშეკრულების პირობასთან შესაბამისობაში; 
  • სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების შესაბამისობის დადგენა (ხელშეკრულების პირობებთან და დიაგნოზთან) და საჭიროების შემთხვევაში მიმართვის გაცემა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა;
  • ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nsabakhtarishvili@gpih.ge 

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოჯახის ექიმი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 იანვარი.

მსგავსი განცხადებები
ოჯახის ექიმების ასისტენტების კოორდინატორი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი


15 იან - 13 თებ

ოჯახის ექიმი

ჯეო მედი


13 იან - 11 თებ

ოჯახის ექიმი

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია


17 იან - 15 თებ

ოჯახის ექიმის ასისტენტი

კლინიკა რეიმანი


16 იან - 14 თებ