აღწერა:
შპს "სიესდი საქართველო" აცხადებს კატეგორიის მენეჯერის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გეგმური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
- მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
- გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
- სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება, ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით; დასაშვებია ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი (მე-3 კურსუდან)
- სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- თავდაჯერებულობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
- ორგანიზებულობა.
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი გაყიდვების მიხედვით.