ფლებოტომისტი
თარიღები:
27 იან - 21 თებ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@reproart.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
1000
აღწერა:
„ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი“ აცხადებს ვაკანსიას ფლებოტომისტის  პოზიციაზე.

„რეპროარტი“ 2012 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს რეპროდუქციული მიმართულებით. კლინიკის მომსახურება ყველა იმ ასპექტს აერთიანებს, რომელსაც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა უკავშირდება. 

ვაკანტური პოზიციის დასახელება: ფლებოტომისტი;
 ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:30-17:30სთ, შაბათი 09:30-15:00 სთ;
ანაზღაურება: 1000 ლარი (NET)

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
  • აუცილებელია სამედიცინო განათლება (ექთნის/ლაბორანტის კვალიფიკაციით);
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოველეობები:
  • პაციენტის მომზადება სისხლის აღების პროცედურისთვის;
  • პაციენტისთვის, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, ვენიდან სისხლის აღება;
  • სისხლის სინჯების სწორად მარკირება და იდენტიფიცირება;
  • ლაბორატორიული სახარჯი მასალების დეზინფექცია და უტილიზაცია;
  • ლაბორატორიული მასალის ხარჯთაღრიცხვა. 

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დისციპლინირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კეთილგანწყობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გადმოგვიგზავნოთ ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: career@reproart.ge, განცხადების მიღების ბოლო ვადა:  2025 წლის  21 თებერვალი ,  სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის  დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
ექოსკოპისტი

ვიანი


01 თებ - 15 თებ

ამბულატორიული განყოფილების მითერი / კოორდინატორი

ინოვა


08 იან - 06 თებ

არამედის საწყობის უფროსი

ავერსი ფარმა


29 იან - 24 თებ

გაყიდვების მენეჯერი

პსპ ფარმა


24 იან - 07 თებ

დამხმარე პერსონალი თერაპიული განყოფილებაში

დენტივერი XXI


08 იან - 06 თებ