პედიატრის ასისტენტი
თარიღები:
30 იან - 28 თებ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@curatio.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
პედიატრი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
700
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
სს ″კურაციო″ აცხადებს ვაკანსიას პედიატრის ასისტენტის პოზიციაზე

მოვალეობები:
  • ექიმის ასისტირება პაციენტის მიღებასა და მკურნალობაში
  • ექიმთან შეთანხმებით პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია
  • სამედიცინო და სადაზღვევო დოკუმენტაციის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან რეზიდენტი
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

პირობები:
სამუშაო ადგილი: ლოკაცია- ოთარ ლორთქიფანიძის #31

სამუშაო გრაფიკი:
  • სტანდარტულ სამუშაო დღეებში ერთი დღე - დილის ცვლა, მეორე დღე - საღამოს ცვლა:
  • დილის ცვლის სამუშაო საათები - 09:00 საათიდან 15:00 საათამდე;
  • საღამოს ცვლის სამუშაო საათები 15:00 საათიდან 20:00 საათამდე.
  • შაბათი - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე ან 14:00 საათიდან 18:00 საათამდე.
  • 32 სამუშაო საათი კვირაში.

ანაზღაურება - 700 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@curatio.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პედიატრის ასისტენტი).

გაცნობებთ, სს “კურაციო” ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს „კურაციოს“ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სს „კურაციოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@curatio.ge

წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ სს “კურაციოს” მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.