კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას დეკრეტის შემცვლელი უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები:
ყოველთვიური რეპორტინგის წარმოებაში მონაწილეობის მიღება
ყოველწლიური ფინანსური აუდიტის პროცესში ჩართულობა ( ინფორმაციის მოგროვება - მიწოდება )
ბიუჯეტირების კონტროლის პროცესში ჩართულობა ( ფაქტიურ მონაცემებთან შედარება და გადახრების იდენტიფიცირება და გამოკლვევა )
ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
პრეზენტაციის მომზადება მენეჯმენტისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel -ის სრულყოფილი ცოდნა;
ACCA-ის წიგნების ჩაბარება ჩაითვლება უპირატესობად;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
პიროვნული თვისებები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
გამართული პრეზენტაციის ჩატარების უნარები;
გუნდური მუშაობის უნარი;
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაცია.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 21 თებერვალი.