აღწერა:
''სს ვიანი“ აცხადებს ვაკანსიას ეპიდემიოლოგის პოზიციაზე ბათუმში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი, აეროპორტის გზატკეცილი #64
ძირითადი მოვალეობები:
- ინფექციის კონტროლის, ეპიდზედამხედველობისა და ანტიბიოტიკოთერაპიის მონიტორინგის სისტემის დანერგვა/ზედამხედველობა ჰოსპიტალში;
- ინფექციის კონტროლის,ეპიდზედამხედველობისა და ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართულებით მონაცემთა ბაზების დანერგვა/წარმოება;
- ეპიდზედამხედველობის პროცესის გამართულობის უზრუნველყოფა კლინიკის შიგნით;
- ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენებაზე დაკვირვება;
- კლინიკაში ინფექციის კონტროლის მედდების საქმიანობის მეთვალყურეობა;
- შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება ეპიდემიოლოგის ხარისხით ან გადამზადების შესაბამისი სერთიფიკატი ;
- აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია ინლისური და რუსული ენის ცოდა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 თებერვალი, , 2025 წელი
''სს ვიანი'' მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.